ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და თავად ბესელიას გადავუგზავნე მესიჯი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას მასზე დაწერილი ესემესი შეცდომით გაუგზავნა. როგორც მდინარაძემ ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, მოკლეტექსტური შეტყობინების ადრესატი, რომელიც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მიიღო, უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი იყო.

“დიახ, იყო ასეთი ფაქტი, თანაგუნდელებისთვის გასაგზავნი მესიჯი არ იყო ოღონდ, ხშირად დამმართნია მსგავსი სხვათაშორის და ალბათ თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნიათ. ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს რა მესიჯები გახმოვანდა და ჩამოყრილი მქონდა და ახლავე ჩაგიგდებ მეთქი ვუთხარი, წინ ვეჯექი წილოსანს მის ოთახში და შეცდომით, ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ, თავად ბესელიას გადავუგზავნე მესიჯი. მე ბოდიშები არ მომიხდია, მიმოწერა გავაგრძელეთ და ის მესიჯი წავშალე, იმიტომ რომ არ იყო ეკასთვის განკუთვნილი, სიმართლე თქვა, ერთადერთი ეს მხარე. გავაგრძელეთ საუბარი და ვუთხარი, რომ ოჯახები გვყავს და ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ პოლიტიკის შემდეგაც და ნუ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს. რომ მე არ ვაპირებ ვინმეს რამე დავაბრალო. ტყუილია რომ ლანძღვა იყო, იყო დღევანდელი პოზიციები, რაც გახმოვანდა ჩვენი კოლეგების მხრიდან. ბოდიშის მაგვარი არცერთი სიტყვა არ თქმულა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=L7eo1RdDLc4&feature=youtu.be&fbclid=IwAR0phGNub5Kuao4zlzLxEXoOyNgb8WmfRI-qq40-x52jfliYtlYJ9fGnoxM

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებს ნება დართო საათი არ გადაწიონ
შემდეგი სტატიაისლანდია “ევროვიზიაზე” თელ-ავივში ანტი-ისრაელურ ჯგუფ Hatari-ს აგზავნის (ვიდეო)