ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების „ერთი დღე ჯარში“

ნატოს კვირეულის ფარგლებში, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ლიცეუმის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. მოსწავლეებს ლექციები კაპიტანმა შალვა მეგრელიშვილმა და კადეტებმა სალომე დავითულიანმა და დაჩი ბოგვერაძემ წაუკითხეს.
შეხვედრა ლიცეუმში სასწავლო და სიმულაციური ცენტრების, სპორტდარბაზის დათვალიერებით გაგრძელდა.
ღონისძიების დასასრულს მუხრანის ტყის ტერიტორიაზე ორიენტირებით სირბილში შეჯიბრი გაიმართა. შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდებ, ბავშვებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე მუხრანის ტყეში განლაგებული საკონტროლო პუნქტები კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ.
ნატოს კვირეული საქართველოში მე-11 ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რამდენად მცირე საფუძველი აქვს დიდ კრიტიკულ შეფასებებს, რომელსაც ოპოზიცია გამოხატავს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : საქართველოში დემოკრატიაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს