ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ გამართული აქციის უკან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დგას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ “მთავარ არხთან” ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ გამართული აქციის უკან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დგას. ამასთან, ის ყარაბაღის კონფლიქტზე საკუთარ პოზიციას ვიდეომიმართვით ეხმიანება და ამბობს, რომ “თუ ჩვენ ვაღიარებთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასაც”.

თბილისში გამოიყვანეს ეთნიკურად სომეხი წარმოშობის მოსახელობა, რომლებიც “მთავარ არხთან” აპროტესტებდნენ ჩემს პოზიციას ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთი რამე თავისით არასდროს ხდება. რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან დგას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და მათი სპონსორები უცხოეთში. ყველას კარგად ესმის, ჩემი პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე არის ძალიან კონკრეტული – მე ვარ ომისა და სისხლისღვრის კატეგორიული მოწინააღმდეგე. მე მტკივა გული ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე. შეუძლებელია, მე ეს მომწონდეს, – ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი დავით-გარეჯის საქმეზეც საუბრობს და მას “თითიდან გამოწოვილ პროვოკაციას” უწოდებს.

საქართველოს მთავრობამ დაიწყო თითიდან გამოწოვილი პროვოკაცია, რომ, თითქოს, ჩვენ გავყიდეთ დავით-გარეჯი და მივეცით აზერბაიჯანელებს. სიმართლე ისაა, რომ ივანიშვილის დროს ჩვენ გავაფუჭეთ ურთიერთობები სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ახლა ამ პროვოკაციის წამოწყება პირდაპირი დესტაბილიზაციაა საქართველოს ისედაც შელახული ურთიერთობებისა და რეპუტაციის, – თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება “მთავარ არხთან” 1 ოქტომბერს გააპროტესტეს.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგული მტკივა ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე – სააკაშილი