ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არასწორია

ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არასწორია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი თენგიზ გუნავა დაინტერესდა, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მინისტრს 22 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სავარაუდოდ სომხეთის მიმართულებით საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარმა.

„რაც შეეხება საზენიტო დანადგარებს ”იგლა”, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ პირველ დღეს იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, თუმცა მეორე დღეს სომხურმა მხარემაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არის არასწორი ინფორმაცია. გამოძიების ფარგლებში ასეთი ფაქტი არ დასტურდება. გამოძიება გრძელდება. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, ამაზე საზოგადოება ინფორმირებული იქნება. ყველა საზენიტო დანადგარს აქვს სპეციალური კოდი. მე სპეციალურად მივიღე იმ დილითვე გადაწყვეტილება, რომ აღგვერიცხა თავიდან და ყველა ის რაოდენობა, რაც იყო აღრიცხული, ახლაც ადგილზეა. მე არ ვიცი, 20 წლის წინ თუ იყო სადმე მიმალული. ეს არის დამატებითი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კითხვები აღარავის გაუჩნდეს ანუ ამ ტიპის დანადგარის გადინება აბსოლუტურად გამოვრიცხეთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ სიტყვას „ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციას“ მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გავიგებთ
შემდეგი სტატიაგარემოვაჭრეები საკრებულოსთან აქციას მართავენ