ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ქვეყანა დაატოვებინა

მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ევგენი იძულებული გახდა დაეტოვებინა ესტონეთი.

ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვს), ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ გაუხანგრძლივა.

ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი თქვას მისთვის ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზე, რადგან რეშეტნიკოვი საკუთარ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს აგრესორს და საკუთარი ქცევა, წარსული გაფრთხილებების მიუხედავად, არ შეუცვლია.

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, კირილე თანმიდევრულად ამართლებს და მხარს უჭერს კრემლის რეჟიმის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სისხლიან აგრესიას. როგორც პატრიარქ კირილეს, ისევე მიტროპოლიტ ევგენის, მოღვაწეობამ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის პოლიტიკის გავრცელებასა და წახალისებაში როლი შეასრულა

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა
შემდეგი სტატიახანძრის ფართობი 8000 კვადრატულ მეტრს შეადგენს- მოსკოვში საცხოვრებელი სახი იწვის