ესტონეთის თავზე NATO-ს ძალებმა დრონი ჩამოაგდეს

NATO-ს ძალებმა ესტონეთში შეჭრილი ორი დრონიდან ერთ-ერთი ჩამოაგდეს.

ესტონეთის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ესტონეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზასთან შეამჩნიეს.

თავდაცვის ძალებმა ჩამოგდებული დრონის პოვნა ვერ შეძლეს, რადგან ის სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილზე არ დახვდათ.

დამატებით დეტალებზე EDF განცხადებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით არ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება – REUTERS