10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ესტონეთის საგარეო უწყება: საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება

საქართველოში ახლად მიღებული კანონმდებლობა მკვეთრად შეზღუდავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის უცხოურ დაფინანსებას, კანონსაწინააღმდეგოდ აქცევს ძირითად სამოქალაქო აქტივობებს და პოლიტიკურ საქმიანობას ფართო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცევს, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება“.

„მსგავსი ზომები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან, საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან და ქვეყნის ევროკავშირის გზიდან კიდევ უფრო დაშორების საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ათასობით ამერიკელი გამოგვყავს შეუფერხებლად, ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან
შემდეგი სტატიამედია – აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღკვეთა