ესტონეთის საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიკრობლოგ „თვითერზე“ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი.

„მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას, დაუყონებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტოს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში ექიმების აქცია გაიმართა