ესტონეთის საგარეო – უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ

უკრაინას საჰაერო თავდაცვის ის სისტემები უნდა გადავცეთ, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

„ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრი სისტემა გვაქვს, მაგალითად, Patriot-ის სისტემა, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, მაგრამ უკრაინა მასიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ხალხის, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ეს სისტემები, რომლებსაც ჩვენ არ ვიყენებთ, უკრაინას უნდა გადავცეთ“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სწრაფად არ მოხდება, მაშინ შეიძლება ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდეს. ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 5-7 Patriot-ის სისტემა ესაჭიროება.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი – აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა
შემდეგი სტატიაიაპონიაში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა