ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას

ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ, სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობისას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო.

„ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას. საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო ქვეყანაში. დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით 22 ნოემბერს ჩანიშნული მე-2 რაუნდის წინ“, – წერს ურმას რეინსალუ.

banner
წინა სტატიაშიცუცქირიძე: პოლიციას მოგმართავთ, კვირას დაგვთვალეთ
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი: ოპოზიციას ქუთაისში არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ საუბრის არავითარი საფუძველი არ აქვს