ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ

დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე – არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში!
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო