ესტონეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლების გამო გააძევებენ

ესტონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაუხანგრძლივოს ესტონეთში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, მიტროპოლიტ ევგენის (საერო სახელი ვალერი რეშეტნიკოვი) ბინადრობის ნებართვა. ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ქვეყანა თებერვლამდე უნდა დატოვოს,- წერს Delfi

გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიტროპოლიტს არაერთხელ მიმართა და მკაცრად ურჩია, შეეწყვიტა რუსეთის თავდასხმის საჯარო გამართლება უკრაინაზე, მაგრამ უშედეგოდ. ესტონეთის ხელისუფლებამ მღვდელი საბოლოოდ “ჩამოაყალიბა”, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რეშეტნიკოვი უკვე ოთხი წელია ესტონეთში ცხოვრობს.

16 იანვარს, ესტონეთის ხელისუფლებამ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი რუსი მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიგერმანია-პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც
შემდეგი სტატიასაქართველოში საწვავის ფასი ბოლო 1 კვირის განმავლობაში 4 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდა