ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის, რაშიც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსი ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, – წერს კალიულაიდი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს – დაჭრილია ერთი პირი
შემდეგი სტატიარესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება