ესტონეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს გულუბრყვილოს, შემაშფოთებელსა და უაზროს უწოდებს

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს გულუბრყვილოს, შემაშფოთებელსა და უაზროს უწოდებს.

„ეს ვიზიტი რომ შევაფასოთ: გულუბრყვილო, შემაშფოთებელი და უაზრო“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს. მოსკოვში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პირველი ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიამდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება