ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ქართველის ფოტოს ავრცელებს

ესტონეთის პრეზიდენტი მავთულხლართებს ბოროტების ხაზს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია.

კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებულ მავთულხლართებთან გადაღებულ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს.

“ბოროტების ხაზი – მავთულხლართები საქართველოსა და “სამხრეთ ოსეთის” ოკუპირებულ ტერიტორიას შორის. ეს არ და ვერ იქნება მისაღები ან დავიწყებული”, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბათუმის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს