ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ხალხს მოუწოდა, ნუ გაუცრუვდებათ იმედები უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსებით, რადგან ამჟამად ყველა მოკავშირეს ამის პოლიტიკური ნება არ აქვს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ლიეტუვურ მაუწყებელ LRT-სთან საუბრისას განაცხადა.
კარისს ჰკითხეს, რეალურად ხედავს თუ არა უკრაინას ნატოში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში ვერ ხედავს.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ჩვენ აქ ვართ – ნატოს წევრები და მოკავშირეები“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოში დიდი ხნის შემდეგ გაწევრიანდნენ.
„უკრაინას ასევე სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინაც გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა ალარ კარისმა.