ესტონეთის პრემიერმინისტრი გადადგა და მთავრობა დაშალა

ბალტიისპირეთში ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად, ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი გადადგა და მთავრობა დაშალა. კალასი
ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რათა ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატი მოითხოვოს.

“მე შევქმნი ახალ მთავრობას. კონსტიტუციის თანახმად, ახლახანს განვაცხადე, რომ დღევანდელი ხელისუფლება გადადგება.

მე ვთავაზობ პარასკევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, სადაც ახალი სამთავრობო კოალიციისთვის მანდატს მოვითხოვ” წერს კაია კალასი ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშისიტყვები და დიპლომატია ხელს ვერ შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში – ისრაელის პრემიერი
შემდეგი სტატიაუკრაინის სარჩელის მხარის არ დაჭერა დასტურია, საქართველო გახდა რუსეთის სატელიტი – კანდელაკი