ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს

“უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას  ვუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ძალიან ვღელავთ რუსეთის მოქმედებების და იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც დგამს ეს ქვეყანა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა

მისი თქმით, რუსეთს არ ეთქმის სიტყვა საკითხზე,  ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთს სიტყვა არ ეთქმის შემდეგ საკითხებზე: როგორ დაიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის საზღვრებს ან ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება. ძალიან მყარად ვდგავართ ამ საკითხთან მიმართებით.

ვისაც სწრაფად მოქმედება სურს, უნდა ჰქონდეს ამის უფლება. თუმცა, ამავდროულად, ეს დათქმა ქვეყნებში რეფორმების განხორციელებასაც გულისხმობს. მე ესტონეთიდან გახლავართ და ეს გზა ჩვენ გამოვლილი გვაქვს. ამას განა იმიტომ ვაკეთებდით, რომ ევროკავშირი გვთხოვდა? ეს ჩვენივე ქვეყნისთვის იყო საჭირო. ჩვენი სასამართლო სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, სამართლის უზენაესობის პრინციპი დამკვიდრებული უნდა იყოს, რათა ინვესტორებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ნდობა გამოუცხადონ; არც ოპოზიცია უნდა იყოს შევიწროვებული და ზოგადად – დემოკრატია უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიაშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ დაათვალიერა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი- ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას