ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: 13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო

13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ამ დრომდე არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში. მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო. რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასდროს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გადაანაწილა ნომრები იმ პარტიებისთვის, რომლებიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატია“ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი”-დავით ზალკალიანი