ესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეათანხმა

დღეს ესტონეთის მთავრობის სხდომაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მიიღეს. განცხადებას ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ახალ პაკეტში საველე ჰოსპიტლის (ისლანდიასთან ერთობლივი პროექტი), პარამედიკოსებისთვის და გამნაღმველებისთვის მოწყობილობის, და ასევე უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებების გადაცემა არის დაგეგმილი.

აღნიშნული საველე ჰოსპიტლის გადაცემა ესტონეთის შეიარაღებული ძალების რეზერვებიდან მოხდება, ხოლო მისი აღდგენის დაფინანსება, რომელიც 7,8 მლნ. ევროს შეადგენს, ისლანდია უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ მელიტოპოლში 8-ზე მეტი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან