ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი – ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო

“არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში, რომლებიც მოხარულები იქნებიან თქვენი ჩამოწერით – ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ ნარატივს თქვენზე, რომ ხართ არარეფორმირებადი და არ იმსახურებთ მხარდაჭერას.

დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ღრმად შეშფოთებული” ვარ, ეს ნიშნავს, რომ ვარ სერიოზულად დამწუხრებული, ზიზღსაც კი იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო” – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თწიტტერ-ზე ეხმაურება.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე მაიკე ვან კოლდამს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ “ოცნებაც” დატოვა