2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ესტონეთის ელჩი ილიაუნიზე გაკეთებული განცხადების გამო საგარეო სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია “ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს ეთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა მისი ამგვარი ქმედება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზირებისკენ, რაც მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

ელჩს განემარტა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმით დაინტერესების შემთხვევაში ესტონეთის მხარეს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციები გამართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს“, – წერია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

ცნობისთვის, ესტონეთის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ელჩის მარგე მარდისალუ-კაჰარმის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

banner
წინა სტატიაშისანქციებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ჯაფარიძემ Postv-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე: ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე