ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი NATO-სთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება

ესტონეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი NATO-სთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება და დასავლეთ საზღვრის გასწვრივ ჯარის გაორმაგებას აპირებს.

საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ მომდევნო 10 წელიწადში გაორმაგებული რუსული ჯარი ბალტიის ქვეყნების გარდა, ფინეთის საზღვართანაც განლაგდება.

ესტონეთის დაზვერვის სამსახურის გენერალური დირექტორი, კაუპო როსინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ სურს, NATO-ს მიმართ რაიმე სამხედრო მოქმედება განახორციელოს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავად რუსების გათვლით, NATO-სთან კონფლიქტი მომდევნო ათწლეულში შესაძლებელია.

“დიდი ალბათობით, ბალტიისა და ფინეთის საზღვრებთან დავინახავთ ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და საარტილერიო სისტემების გაორმაგებას”, – განაცხადა ესტონეთის დაზვერვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიმიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული
შემდეგი სტატიაამერიკის სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა