“ესტონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორი და იმ ღირებულებების მხარდამჭერია, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს” – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართეს და საქართველოს და ესტონეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

“ეს მართლაც განსაკუთრებული ვიზიტია; ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურული თანამშრომლობა.

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია; მხარდამჭერი საქართველოსი და ასევე იმ ერთ-ერთი მთავარი ღირებლების, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს – თავისუფლება და თავისუფლებისათვის თავდადება.

ეს ვიზიტი ასევე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ, რომელიც ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო ესტონელი მეგობრებისგან ამ განსაკუთრებული მიღებით. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს გამოცდილებაში, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს. ნება მიბოძეთ გაგიმხილოთ დიპლომატიური საიდუმლო – გუშინდელ სადილს მთლიანად ესტონური მხარე უძღვებოდა, რომელმაც იცის საქართველოს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც.

ქალბატონო პრეზიდენტო, ეს იქნება დაუვიწყარი ვიზიტი. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტებმა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი – შსს-მ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიათბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ორ კვირაში გაიმართება