“ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი” – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა. ის ზურაბიშვილს უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა, რომელიც შვეიცარიაში იმართება.
“უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი”, – წერს კალასი.