ესტონეთი 2 ევროს ახალ მონეტას გამოუშვებს, რომელსაც Slava Ukraini ეწერება

უკრაინის მხარდასაჭერად ესტონეთი 2 ევროს ახალ მონეტას გამოუშვებს, რომელსაც ზედ “Slava Ukraini” (დიდება უკრაინას) ეწერება. მონეტის დიზაინი ესტონეთის ხელოვნების აკადემიის უკრაინელმა სტუდენტმა, დარია ტიტოვამ შექმნა.

მონეტა მიმოქცევაში წლის ბოლოს ჩაეშვება. პარალელურად, გაიყიდება საკოლექციო მონეტები, მიღებული თანხა კი უკრაინის ცენტრალური ბანკის ფონდში ჩაირიცხება.

“პირველი შემთხვევაა, როდესაც ესტონეთის ბანკის მიერ გამოშვებულ მონეტას ტექსტი უცხო ენაზე აწერია, თუმცა, ეს გამორჩეული ვითარებაა და “Slava Ukraini” განასახიერებს უკრაინის სწრაფვას თავისუფლებისკენ”. – თქვა ესტონეთის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მარტ ლაარმა.

banner
წინა სტატიაშიპირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება – ეს არის მესამე ხარისხის სიმძიმის დაავადება, სიკვდილის წინა სტადია – თოიძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაკრიტიკული მედიის დასანქცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის – სარჯველაძე