29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ესპანური მედია: ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება

ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება.

ამის შესახებ ესპანური მედია Marca წერს. მათივე ცნობით, სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს.

დღეს აშშ-ში, თეთრი სახლის წინ გამართულ ბრძოლაში თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და მეოთხე რაუნდის შემდეგ გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა.

მოგვიანებით ილია თოფურიამ მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ჯასთინ გეითს გამარჯვებას ულოცავს და წერს:“დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან…დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში. ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ რევანში გვექნება”

banner
წინა სტატიაშიმედია: ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ სააპელაციო სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 117 ადამიანი დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი მელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცის თვალში რაღაცის ალტერნატივაა, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის დემოკრატიული ალტერნატივა