ესპანეთსში ისტორიული არჩევნები ტარდება

ესპანეთსში ისტორიული არჩევნები ტარდება

ესპანეთსში ისტორიული არჩევნები ტარდებაესპანეთში მიმდინარე არჩევნებს “მნიშვნელოვანს” და “გარდამტეხს” უწოდებენ ქვეყნის ცხოვრებაში: პირველად რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ორი მძიმეწონიანი პარტიის გარდა, ეროვნული საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში ახალგაზრდა პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მმართველ სახალხო პარტიას და ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიას გამოწვევა გაუკეთეს ორმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შექმნილმა პარტიებმა – ლიბერალურმა “მოქალაქეებმა” და “პოდემოსმა”.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით დადგინდა, რომ ჯერჯერობით ლიდერობს პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოიას სახალხო პარტია.

ზუსტად მისი მმართველობის დროს შეძლო ესპანეთმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.

ახალგაზრდა პარტიებს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. “ბიბისის” კორესპონდენტების ცნობით, ორივე პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ელექტორატის დიდი რაოდენობა მათ მხარს დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშიAir France: კენიაში ექსტრემალური დაშვება ცრუ განგაში იყო
შემდეგი სტატიავიდეო:უკრაინულმა მედიამ ავაკოვის ყოფილ მოადგილეზე სკანდალური ფარული ჩანაწერი გამოქვეყნა