ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

კვირას, 28 აპრილს, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ესპანეთშიც ულტრამემარჯვენეების პოპულარობა ძალიან გაიზარდა, ამიტომ, ელოდებიან, რომ პარტია Vox მინიმუმ 10%-ს აიღებს – “ბიბისი” წერს.

უკანასკნელი სამწელიწად ნახევრის მანძილზე ქვეყანაში არჩევნები მესამედ ტარდება. მას შემდეგ, რაც კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა. პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩენი იძულებული გახდა ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა რადგანაც დეპუტატებმა, რომლებიც კატალონიის სუვერენიტეტს ემხრობიან, 2019 წლის ბიუჯეტს ხმა არ მისცეს.

სანჩესის პარტია, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობის შეკრებას ვერ მოახერხებს და 176 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. ამდაგვარად, მას სხვა პარრიასთან მოუწევს კოალიცია. გამოკითხვების თანახმად, მეორე ადგილზე, სავარაუდოდ, სახალხო პარტია გავა, მესამეზე – ცენტრისტული “მოქალაქეები”, მეოთხეზე – Podemos-ი, მეხუთეზე კი ულტრამემარჯვენე Vox (ხმა).

banner
წინა სტატიაშიიგორ კოლომოისკი უკრაინაში ბრუნდება
შემდეგი სტატიაპეკინი ბრიტანეთში Huawei-ის სკანდალის შემდეგ კომპანიის დასაცავად გამოდის