ესპანეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი პარასკევს, 15 თებერვალს ვადამდელი არჩევნების შესახებ განაცხადებს და თარიღს დანიშნავს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი 2019 წლის ბიუჯეტი გახდა, რომელსაც ორმა კატალონიურმა პარტიამ, რომლებიც ავტონომიის დამოუკიდებლობის მომხრეები არიან, მხარი არ დაუჭირა. ბიუჯეტი 151 დეპუტატისთვის იყო მისაღები, მის წინააღმდეგი კი – 191 კანონმდებელი გამოვიდა.

სავარაუდოდ, არჩევნები აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიირანში თვითმკვლელი სამხედროების ავტობუსს დაესხა თავს
შემდეგი სტატიაგერმანიაში სირიის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დააპატიმრეს