ესპანეთში ტურისტებს თვითმკვლელობისკენ მოუწოდეს

ბარსელონაში ცნობილ ტურისტულ ადგილებში გამოჩნდა პოსტერები და გრაფიტები, საიდანაც ტურისტებს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებენ -ამის შესახებ The Times-ი წერს.
ქალაქის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით,უახლოეს მომავალში მათი ამოღება მოხდება.
აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მოწოდებები ტურისტების დიდ რაოდენობასთან მებრძოლი დაჯგუფებების გაკეთებულია.
აღსანიშნავია, რომ ივნისში რადიკალურმა მემარცხენეებმა კატალონიაში ტურისტებთან ბრძოლის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. რადიკალები წებოს უსმევენ ჰოსტელების, ტურისტული ოფისებისა და შემნახველი საკნების კარებს.
ტურისტებთან მებრძოლი გაერთიანებები თვლიან, რომ ტურიზმის არსებული მოდელი ადგილობრივებს აიძულებს დაბალ ხელფასზე იმუშაონ. მათი პოზიციით,ტურიზმი ადგილობრივ ტრადიციულ კავშირებს არღვევს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მთავრობას Messenger-თან წვდომის მიღება სურს
შემდეგი სტატია“ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება არის რისკის ქვეშ უკრაინაში, იმის გამო, რომ ვარ ქართველი და მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს”