ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მადრიგერაში უხვმა ნალექმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას 102 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც მაშველებმა წყლით დატბორილ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპულის ოჯახს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მიუსამძიმრა.
4 000-მდე მცხოვრებიან მცირე დასახლებაში რეკორდული ოდენობის ნალექი — 1 კვადრატულ მეტრზე 140 ლიტრი წყალი მოვიდა. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში 90-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.








