ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში, საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშინ როცა ბრალდებულები საცხოვრებელ სახლს ტოვებდნენ, ისინი მეზობელმა დაინახა და ვიდეო გადაუღო. სწორედ აღნიშნული ვიდეოს მეშვეობით პოლიციამ ერთ-ერთი კაცი ადგილიდან მიმალვის შემდეგ, მეორე დღეს დააკავა, თუმცა კიდევ ერთს ჯერ ეძებენ.

ესპანური მედია წერს, რომ ორივე პირი დაჯგუფების წევრია, რომლებიც ბინების ქურდობით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის რეგისტრაცია უკვე საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიაZ-არხებმა კურსკში პუტინის ჩასვლაზე ინფორმაცია გაავრცელეს, მაგრამ ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულა