ესპანეთში საქართველოს კორონავირუსით ერთი ქალბატონი გარდაიცვალა

არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, ესპანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რაც ამ ეტაპზე საქართველოში არის.

„დღევანდელი დილის მონაცემებით, იყო 47 პაციენტი. 2 პაციენტი გორში, რომელთა მოგზაურობის ისტორია უკავშირდება საფრანგეთს. ერთი პაციენტი თბილისში არის მოთავსებული, რომელიც არის კონტაქტი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერისა თბილისში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი შემთხვევა, ახლა დაემატა, სულ ახალი შემთხვევა, ისიც თბილისშია, ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული, რომელიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს, რომელიც უკვე ცნობილია“, –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა,  დღევანდელი რეკომენდაციებია რომ, მთელი ქვეყანა მზად უნდა ვიყოთ ვირუსის შიდა გადაცემისთვის.

„ეს ეტაპი, ამჟამად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაფერი ის,  რაც მთავრობის მიერ აქამდე იყო მიღებული, აღსრულება მოხდეს ყველა ამ ღონისძიების, ამიტომ ჩვენი რჩევაა, კიდევ და კიდევ, იყო მთავრობისათვის, რომ  ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში“, –  განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს
შემდეგი სტატიააბაშის ცენტრში პატრულის გაჩერებულ მანქანას ტრაილერი დაეჯახა