ესპანეთში სამ ტოპ-ჩინოვნიკს მუქარის წერილები და გილზები გაუგზავნეს

სამ ტოპ-ჩინოვნიკს მუქარის წერილები და გილზები გაუგზავნეს

ესპანეთის სამმა ტოპ-ჩინოვნიკმა ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც გილზები იყო ჩადებული – ამის შესახებ El Pais-ი სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

შეტყობინება მიიღო ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მარია გამესმა, ქვეყნის შს მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა პაბლო იგლესიასმა, რომელიც ახლა მადრიდის პრეზიდენტობის კანდიდატია.

“თქვენ ათი დღე გაქვთ იმისთვის, რომ გადადგეთ. დრო, როცა ჩვენ დაგვცინოდით, დასრულდა”, – წერს ანონიმი. კონვერტში ორი გილზა იდო.

ხელით დაწერილი წერილი, მსგავსი ფორმულირებით სამოქალაქო გვარდიის ხელმძღვანელმაც მიიღო, წერილში ორი გილზა იდო. ყველა წერილი 19 აპრილს იყო გაგზავნილი. იგლესიასის პარტიის რამდენიმე წევრმა თქვა, რომ მათაც მიიღეს მსგავსი წერილი.

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, ის უპირობოდ გმობს მსგავს საქციელს. პოლიტიკოსებმა კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცახდეს და მომხდარი დაგმეს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა პუტინს კლიმატის საკითხზე გამოსვლის გამო შეაქო
შემდეგი სტატიაჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს