20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ესპანეთში ქართველი მძარცველების ბანდა დააკავეს

ესპანურმა პოლიციამ, ქართველი ატაშეების დახმარებით, დააკავა 13-კაციანი კრიმინალური ბანდა, რომელიც ესპანეთის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდა. გვადალახარაში მათ ჰქონდათ უსაფრთხო სახლები, საიდანაც გასაძარცვად მიდიოდნენ.

ესპანური მედიის ცნობთ, დაჯგუფება შედგებოდა ქართველი და ესპანელი დამნაშავეებისგან:

ქართველები უშუალოდ ძარცვის პროცესში იყვნენ ჩართული;​

ესპანური ფრთა კი ნაძარცვ ნივთებს ვალენსიასა და მადრიდში „ლეგალური ბიზნესით“ ყიდდა.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ცხრა ადგილზე ჩაატარა ჩხრეკა: სამი მადრიდში, სამი ვალენსიაში, ორი გვადალახარაში და ერთი ალიკანტეში.

პოლიციამ ამოიღო სამი ძვირადღირებული საათი, სამი ოქროს ზოდი, 6000 ევრო ნაღდი ფული, სხვადასხვა ხელსაწყო, მათ შორის დნობის მოწყობილობა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი ირაკლი შაიშმელაშვილისთვის აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე: გაგრძელდება ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის
შემდეგი სტატიათამარ ბაგრატიონი: ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება