ესპანეთის ქალაქ გრანადას გარეუბანში მდებარე საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანა El Fargue-ში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი თანამშრომელი დაშავდა.
ინციდენტი დენთის წვის ზონაში რეგულარული გამოცდების დროს მოხდა. დაშავებულები, რომლებსაც ძირითადად სმენის დაზიანება აღენიშნებათ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამუშაო პერიმეტრი იზოლირებული იყო, რის გამოც მიმდებარე საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. უსაფრთხოების მიზნით საწარმომ მუშაობა დღის ბოლომდე შეაჩერა, ადგილზე კი პოლიცია და გამნაღმველები მუშაობენ.
ცნობისთვის, სლოვაკურ კომპანია MSM Group-ის საკუთრებაში არსებული ეს ქარხანა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მასალისა და სარაკეტო კომპონენტების წარმოებას აფართოებს. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქარხნის მონაწილეობით მომხდარი მეორე ინციდენტია — 13 ოქტომბერს საწარმოს სიახლოვეს ჭურვებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა.
















