ესპანეთში პრორუსი უკრაინელი ბლოგერი, ანატოლი შარი დააკავეს

პრორუსი უკრაინელი ბლოგერი, ანატოლი შარი, რომელიც სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი, ესპანეთში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ესპანეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ა.შარი 2022 წლის 4 მაისს დააკავეს.

“ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინის ყოველი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, ეს გარდაუვალია. შარია ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში:

▪️ მუხლი. 111 (ღალატი)
▪️ მუხლი. 161 (მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის, და სხვა საფუძვლების მიხედვით).

გამოძიებით დასტურდება, რომ შარის ინტერვიუები და გამოსვლები შეიცავს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობის ფაქტებს. ის გასულ წელს გამოცხადდა ეჭვმიტანილად”- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, რათა ანატოლი შარიმ კანონის წინაშე საკუთარ ქმედებებზე პასუხი სრული სიმკაცრით აგოს.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი პოლონეთში კონფერენციაზე – ჩვენ გვჭირდება 4 რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა
შემდეგი სტატიახუნდაძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს მისი ქმედებიდან გამომდინარეა