ესპანეთში მესის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

MESIესპანეთში ხორხე ორასიო მესის, ფეხბურთელ ლიონელ მეისის მამის საქმეზე სასამართლო დაიწყო. მამა და შვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულან.

ხორხე და ლიონელ მესი გადასახადების დამალვაში არიან ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, 2007-2009 წლებში მათ სახელმწიფოს 4,1 მილიონი ევრო დაუმალეს.  ამასთანავე, პროკუარტურა თვლის, რომ დამნაშავედ მხოლოდ ფეხბურთელის მამა უნდა იქნას აღიარებული. ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ  ადრე განაცხადა, რომ ის თავის კონტრაქტებს არც კი კითხულობს და მის ყველა საქმეს მამა წარმართავს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევვაში, მამასაც და შვილსაც  22,5 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში: ყოველდღე უფრო ემსგავსებიან ლტოლვილ გუბერნატორს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება