ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოააშკარავა და 63 წლის ყოფილი რუსი სამხედრო დააკავა.
სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 644 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით საბრძოლო მასალა და მაყუჩები, რომელთა ღირებულება შავ ბაზარზე 5 მილიონ ევროს შეადგენს.
გამოძიების ცნობით, დაკავებული ქალაქ ფიგერესში მდებარე ფარულ სახელოსნოში ხმოვან და ტრავმატულ იარაღს საბრძოლო ცეცხლსასროლ იარაღად გარდაქმნიდა. მოდიფიცირებული იარაღი საკურიერო სამსახურების, ყალბი მონაცემების გამოყენებით, სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფებს, მათ შორის ნარკოკარტელებს მიეწოდებოდა. გამოძიება 2026 წლის დასაწყისში, საეჭვო ამანათების დაფიქსირების შემდეგ დაიწყო.








