ესპანეთში გარდაიცვალა ქალი, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში მოიწამლა

ვალენსიაში, რესტორან RiFF-ში, რომელსაც მიშლენის ვარსკვლავი აქვს, 28 პირი მოიწამლა. ერთი ქალი კი გარდაიცვალა. RiFF რესტორანია, რომელიც აღწერილია, როგორც ინოვაციური სამზარეულოს მქონე. ახლა ის დაკეტილია. მისმა ხელმძღვანელობამ მოწამლულ კლიენტებს ბოდიში მოუხადა. ინსპექცია იკვლევს, თუ რა გახდა მოწამვლის მიზეზი.
46 წლის ქალი, რომლის სახელიც არ ქვეყნდება, შაბათს საკუთარ 12 წლის შვილთან ერთად რესტორანში წავიდა. ის კვირა დილით გარდაიცვალა. გარდა ამისა, 13-დან 16 თებერვლის პერიოდში რესტორანს 75 პირი ესტუმრა. ისინი იპოვეს და აღმოჩნდა, რომ მათგან 29 ცუდად გახდა.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიავენესუელელმა სამხედროებმა ბრაზილიის საზღვართან ოპოზიციას ცეცხლი გაუხსნა