ევროპაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანომალიური სიცხე დაფიქსირდა.
ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში სიცხის ტალღის შედეგად სულ მცირე 1 028 ადამიანი დაიღუპა, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
23 ივნისს, ტემპერატურის პიკის დროს, ჯანმრთელობის სერიოზული რისკის ქვეშ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73% (35.7 მილიონი ადამიანი) აღმოჩნდა.
მეცნიერების შეფასებით, ეს ტალღა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია.

















