ესპანეთში დააკავეს ქართველი, რომელიც 2020 წელს მომხდარი მკვლელობის გამო იძებნებოდა | მედია

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, ესპანეთში მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემის ეკიპაჟის წევრი იყო. გემის კაპიტანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და კაცი საბოლოოდ დააკავეს ქალაქ ვიგოში.

მედია წერს, რომ ის 2020 წლის შემდეგ იძებნებოდა 28 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის გამო, რა დროსაც პოლონეთის ქალაქ რიბში, ბრალდებულმა კაცს კისრის არეში ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. სამი წელი ბრალდებულის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო.

დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიიგორ გიორგაძეც ამტკიცებს, რომ რუსული კანონის რუსული არ არის
შემდეგი სტატია51 მოქალაქის კუთვნილ 3 023 176 ლარს მოტყუებით დაეუფლა-სააპელაციომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა