ესპანეთში 30 წლის ქართველი ემიგრანტი მამუკა ჭინჭარაული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ 30 წლის მამუკა ჭინჭარაული რამდენიმე წელია ემიგრაციაში, დედასთან ერთად იმყოფება.
ის წარმოშობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსადან იყო. გამოცემას ადგილობრივები ეუბნებიან, რომ ჭინჭარაულს საქართველოში 21 ივნისს გადმოასვენებენ, 25 ივნისს კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


















