ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე ალბარესის განცხადებით, ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა
„ესპანეთის ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და მათი გამოყენება არ მოხდება ისეთი რაღაცისთვის, რაც აშშ-სთან შეთანხმებაში არ შედის ან გაერო-ს ქარტიას არ შეესაბამება“, – განაცხადა ალბარესმა.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ სამხრეთ ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზები 15-მა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა.















