25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ესპანეთმა ჰანტავირუსის კერად ქცეული საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო

ესპანეთმა ჰანტავირუსის კერად ქცეული საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.

პირველი ევაკუირებული მგზავრები ნაპირზე სოციალური დისტანციის დაცვით გადაიყვანეს, სადაც მათ თეთრ დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი სამედიცინო პერსონალი დახვდა.

ჯანდაცვის მინისტრის, მონიკა გარსიას განცხადებით, ოპერაცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და გემზე მყოფ არცერთ მგზავრს ვირუსის სიმპტომები ამ დრომდე არ აღენიშნება.

მგზავრებს ეროვნების მიხედვით ახარისხებენ და ჩარტერული რეისებით სამშობლოში აბრუნებენ. პირველი 14 ესპანელი უკვე ნაპირზეა, ევაკუაციის ბოლო ფაზა კი ორშაბათს, ავსტრალიის რეისით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო
შემდეგი სტატიამეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის