21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ესპანეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსს“ დახმარებისთვის მიმართა

ესპანეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსს“ დახმარებისთვის მიმართა, რათა ესპანეთის ანკლავ სეუტაში უკანონოდ შესული მიგრანტების შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, სეუტაში 5 000-დან 8 000-მდე მიგრანტი რჩება მას შემდეგ, რაც 30 ივლისს მაროკოდან საზღვარი, სულ მცირე, 72 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

ესპანეთმა ასევე მოითხოვა „ფრონტექსის“ კიდევ 10 თანამშრომლის გაგზავნა, რომლებიც მიგრანტების შემოწმებაში დაეხმარებიან.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა სეუტაში დაძაბულობის ზრდის ფონზე გაკეთდა. ქალაქის მცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ მიგრანტებმა ტერიტორია დატოვონ.

banner
წინა სტატიაშიგორში რკინიგზის სადგურზე კაცს მატარებელი დაეჯახა
შემდეგი სტატიაძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა