ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი კიევში ჩავიდნენ.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.

პედრო სანჩესმა მანამდე განაცხადა, რომ ესპანეთის საელჩო კიევში სამუშაოდ „უახლოეს დღეებში“ დაბრუნდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ესპანეთმა 25 რუსი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი გააძევა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა
შემდეგი სტატიამარიუპოლის მერის მრჩეველი – პუტინის სურვილია, დანგრეული ქალაქის ფონზე როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს