ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სექს-მუშაკების პროფკავშირი აღადგინა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სექს-მუშაკების პროფკავშირი აღადგინა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სექს-მუშაკების უფლება, აღადგინონ საკუთარი პროფკავშირი, სამართლიანად სცნო და ამით ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციის დაშლის შესახებ გააუქმა – “ლოკალი” წერს.
პროფკავშირი, რომლის სახელია OTRAS (ან “სექს-მუშაკების ორგანიზაცია”) 2018 წლის აგვისტოში შეიქმნა, მაგრამ სამი თვის შემდეგ დაიხურა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მთავრობამ მიმართა.
აპელაციის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ მიიღო და განაცხადა, რომ მისი წესდება, რომლის გამოც დაიწყო თავდაპირველი სასამართლო გარჩევა, შექმნილია “კანონის შესაბამისად”, და რომ სექს-მუშაკებს ” ასოციასიის შექმნისა და კავშირის შექმნის” ფუნდამენტური უფლება აქვთ.

ესპანეთში პროსტიტუცია კანონით ოფიციალურად არ არის დაშვებული, თუმცა არც აკრძალული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუცია სამუშაოდ არ ითვლება, მთელს ქვეყანაში უამრავი ლიცენზირებული საროსკიპოა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი ნინოწმინდაზე: გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რაში ახევენ უბედურ ბიძინას ფულს, ეტყობა თვითონ კომპიუტერი არ იცის