ესპანეთის საგარეო უწყება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ესპანეთის საგარეო უწყება ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ესპანეთის მთავრობა ელოდება, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს დაკავებული მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე ამომწურავ და გამჭვირვალე გამოძიებას ჩაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას უარყოფს
შემდეგი სტატიაყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს